ცაცხვში საბავშო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ცაცხვის საბავშვო ბაღის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
ცაცხვის საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე გაეცნო.
როგორც მერმა აღნიშნა, ცაცხვის საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. გათვალისწინებულია დამხმარე ნაგებობისა და ეზოს კეთილმოწყობა, სადაც ბავშვებისთვის კომფორტული გასართობი სივრცე მოეწყობა.
მერის თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის, მშენებლობისა და სტანდარტიზაციის პროცესი უახლოეს წლებში დასრულდება.
ამჟამად, ცაცხვის საბავშვო ბაღი ნაქირავებ შენობაშია განთავსებული.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 6 ახალი ბაღის მშენებლობა და 4-ის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.






