ქართული ოცნება: სცენის დაშლის დროს არც არავინ ჩამოვარდნილა და შესაბამისად არც გარდაცვლილა

“ქართული ოცნების” პრეს-სამსახურის განცხადებას ავრცელებს და სიცრუეს უწოდებს ზუგდიდში ქართული ოცნების შეხვედრის შემდეგ სცენის დაშლის დროს მუშის ჩამოვარდნასა და თითქოს მის გარდაცვალებას.
,, გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობაა. იმდენად არის გაოგნებული რადიკალური ოპოზიცია ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრით, რომ მსგავსი ბინძური მეთოდით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გარდა იმისა, რომ ნაცმოძრაობის ლიდერის მიერ გავრცელებული ტყუილი არის ბინძური პროვოკაცია, ჩვენ ამ სიცრუეს განვიხილავთ წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. ამიტომ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყონებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია.” ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები

ზურაბ ქადაგიძე: ნეტა რა მოხდა გუშინ, პირო-ტექნიკას და ასაფეთქებლებს არავინ ისროდა?! შესაბამისად, ძალოვნებთან დაპირისპირებაც არ მომხდარა, არც ერთი მშვიდობიანი მანიფესტანტი არ დაუკავებიათ

ჯუმბერ იზორია: “ქართული ოცნება” უალტერნატივოა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს


