stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანარჩევნებიარჩევნებიახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

დავით კოდუა: სოფელ ოდიშში „ნაციონალური მოძრაობის” ძალადობრივმა რეჟიმმა თავისივე მოქალაქეების წამების ადგილი შექმნა – ადამიანებს აუპატიურებდნენ იღებდნენ და მსხვერპლებს აშანტაჟებდნენ

07.10.2024 / 7 ოქტომბერი 2024
დავით კოდუა: სოფელ ოდიშში „ნაციონალური მოძრაობის” ძალადობრივმა რეჟიმმა თავისივე მოქალაქეების წამების ადგილი შექმნა – ადამიანებს აუპატიურებდნენ იღებდნენ და მსხვერპლებს აშანტაჟებდნენ

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა მოსახლეობასთან შეხვედრებს ზუგდიდის სოფლებში აქტიურად განაგრძობს. დავით კოდუა მოსახლეობას ამჯერად სოფელ ოდიშში, ალერტკარსა და ყულიშკარში შეხვდა.

„დღეს მოქალაქეებთან შეხვედრები სოფელ ოდიშიდან დავიწყეთ. ამ სოფელში „ნაციონალური მოძრაობის” ძალადობრივმა რეჟიმმა თავისივე მოქალაქეების წამების ადგილი შექმნა, სწორედ ოდიშის ცენტრიდან კილომეტრ-ნახევარში მდებარეობდა თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადგილი, სადაც ადამიანები ღამე, მალულად აჰყავდათ, აწამებდნენ, ქალებსა და მამაკაცებს აუპატიურებდნენ – ამ ყველაფერს კი ვიდეოზე იღებდნენ და მსხვერპლებს აშანტაჟებდნენ. ეს მასალები ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამალავებიდან ამოვიღეთ და დახურულ კარს მიღმა ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარვუდგინეთ – შემდეგ კი გავანადგურეთ! „ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივი რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში არასდროს დაბრუნდება – ქართველმა ხალხმა მათ უარი უთხრა!

სოფელ ოდიშში განსაკუთრებით გამიხარდა ბეჟან ქოჩუას ნახვა. 2012 წელს, მაშინ, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო მოქალაქეების ტერორი მიმდინარეობდა, სწორედ ის აღმოჩნდა ადამიანი, რომლის სახლშიც ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ზუგდიდში პირველი შეხვედრა გაიმართა“ – წერს დავით კოდუა.

ოდიშის შემდეგ, შეხვედრები ალერტკარსა და ყულიშკარში გაიმართა, დავით კოდუა ამ სოფლებში ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ამახვილებს ყურადღებას. კოდუა აღნიშნულ სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც საუბრობს:

„ოდიშში რეაბილიტაციას ვუტარებთ ცენტრალურ გზას, ვაშენებთ ახალ საბავშვო ბაღს, მოხდა ნაპირსამაგრის რეაბილიტაცია, მოვახდინეთ გაზიფიცირება, ხიდ-ბოგირის მოწყობა, ცენტრალური გზის განათება, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, მინი სტადიონისა და მოსაცდელის მოწყობა, ტაბიძის ქუჩაზე არსებულ აღმართზე   ბეტონის საფარი დაიგო. ოდიშში ავაშენეთ 2 სოციალური სახლი.

დაგეგმილია ალექსანდრე საჯაიას ქუჩაზე გარე განათების მოწყობა. უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები.

ყულიშკარში განხორციელდა სკოლის რეაბილიტაცია, ამბულატორიის მშენებლობა, წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, დაიგო ეკლესიამდე მისასვლელი გზა და მოეწყო განათება, ახალი გზა დაიგო როგავას ქუჩაზე, რომელიც ახალსოფელს უკავშირდება, მოხდა სანიაღვრე არხების, ხიდ-ბოგირების, გარე განათების, მოსაცდელების, მილხიდების მოწყობა, ნაპირსამაგრის რეაბილიტაცია, სოფელი გაზიფიცირებულია და მიმდინარეობს გამრიცხველიანება. ყულიშკარში აშენდა 5 სოციალური სახლი და მოეწყო 1 „თბილი ოთახი“.

მიმდინარეობს გამარჯვების უბანში საავტომობილო გზის და ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

ვიწყებთ სახარებავოს უბანში წყალმომარაგების სისტემის, ყულიშკარის ცენტრში კი – სავარჯიშო სივრცის მოწყობას. მოხდება წმინდა გიორგის ქუჩის პირველი  ჩიხის და აკაკი წერეთლის ქუჩის აღმართების რეაბილიტაცია. ვაპროექტებთ მესხიას ქუჩას. ასევე, ვგეგმავთ სკოლისთვის სპორტული დარბაზის მშენებლობას.

ალერტკარში მოხდა გაზიფიცირება, გზა დაიგო სახასიოს უბანში, სრულად რეაბილიტირდა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა, მოხდა ალერტკარის ცენტრიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე საავტომობილო გზის საფარის დაგება. ალერტკარში საჭიროა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრა და შიდა გზების რეაბილიტაცია.

სამივე სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას ვფლობთ, ვგეგმავთ მათზე ერთობლივ მუშაობას, მოსახლეობა თავად ჩაერთვება და განსაზღვრავს პრიორიტეტებს, შესაბამისად, მოხდება მისი განხორციელება“ – აცხადებს დავით კოდუა.

წინა პოსტი

ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ 4-ჯერ გაიზარდა განათლების დაფინანსება – აშენდა 174 ახალი სკოლა, 1000-ზე მეტი სკოლის და 836 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში ქართული ოცნების მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა

დავით კოდუა: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა

დავით კოდუა: მოძალადე წითლიძე, სოდის და კუდის ყოფილ ზონდერებთან ერთად შეუვარდა დევნილებს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

დავით კოდუა: მოძალადე წითლიძე, სოდის და კუდის ყოფილ ზონდერებთან ერთად შეუვარდა დევნილებს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

დავით კოდუა და ნინო წილოსანი ზუგდიდელ ახალგაზრდებს და აფხაზეთიდან დევნილ ქალებს შეხვდნენ

დავით კოდუა და ნინო წილოსანი ზუგდიდელ ახალგაზრდებს და აფხაზეთიდან დევნილ ქალებს შეხვდნენ