ზუგდიდში ქართული ოცნების მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. დადიანების სასახლეთა კომპლექსის შესასვლელთან არსებულ ტერიტორიაზე გამართულ კონცერტზე ჯგუფმა მიქსტურამ, დათუნა სირბილაძემ, მარიკო ებრალიძემ და ანსამბლმა „შვიდკაცამ“ იმღერეს.
ღონისძიებას „ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, პარტიის პროპორციული სიის წევრები გრეტა წიწავა, გიორგი გუგუჩია და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.




![„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]](https://api.stv.ge/uploads/2024/10/463213664_1110233480467449_1093098972334588337_n-960x571.jpg)