stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანარჩევნებიარჩევნებიახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბმა ენმ-ის წევრებზე ინფორმაცია გაასაჯაროვა ვინ ართმევს მოქალაქეებს პირადობებს და  ძალადობრივ ჯგუფებს აყალიბებს

10.10.2024 / 10 ოქტომბერი 2024
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბმა ენმ-ის წევრებზე ინფორმაცია გაასაჯაროვა ვინ ართმევს მოქალაქეებს პირადობებს და  ძალადობრივ ჯგუფებს აყალიბებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდის სოფლებში მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და თანხის სანაცვლოდ სთხოვენ პირადობების წართმევის ფაქტი „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ – ბოლო შემთხვევა წუხელ სოფელ რიყეში მოხდა. ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ გააკეთა. მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებში მხილებული ყოფილი ძალოვანი  სტრუქტურების თანამშრომლებს არჩევნების დღეს უბნებზე პროვოკაციების მოსაწყობად ამზადებს.

მამუკა წოწერია კონკრეტულ სახელებს და გვარებს ასახელებს:

„ერთიან ნაციონალურ  მოძრაობას“ საარჩევნო გარემოში დესტრუქციული მათთვის ჩვეული ქმედებები შემოაქვს. მათი წარმომადგენლები მოქალაქეებთან სოფელ-სოფელ დადიან,  ართმევენ პირადობის მოწმობებს, უღებენ ფოტოებს და 200 ლარის სანაცვლოდ სთავაზობენ, რომ თქვან თითქოს მათ პირადობები ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ჩამოართვეს. გარდა ამისა საარჩევნო კამპანიაში ჩართეს ყოფილი ხელისუფლების ზონდერ ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც არჩევნების დღეს კონკრეტული დავალებები აქვთ

დავასახელებთ კონკრეტულ სახელებსაც, ვინც პირადობების ჩამორთმევის საქმეში ჩართულია, ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები: დავით ფიფია, მამუკა გოგია, გაგა ჯალაღონია  და დავით ვეკუა. ეს ადამიანები თანხის სანაცვლოდ პირადობებს ართმევენ სოფლებში ჩვენს მოქალაქეებს და ცდილობენ ეს ქმედება დააბრალონ ჩვენს წარმომადგენლებს. მოგიყვებით კონკრეტულ მაგალითზე: წუხელ სოფელ რიყეში, მივიდნენ 80 წლის შვილმკვდარ დედასთან და შესთავაზეს 200 ლარის სანაცვლოდ მიეცა პირადობა და კამერებთან ეთქვა, რომ ის ოცნების წარმომადგენლებმა ჩამოართვეს, იგივე ფაქტი დაფიქსირდა ყულიშკარში, ჯიხაშკარსა და დევნილთა ჩასახლებაში ბარამიას ქუჩაზე.

ჩვენს ოპონენტებს აქვთ მხოლოდ სწორება ფეიკ ნიუსების შექმნის, რომ რამეფრად მოახდინონ ყალბი ინფორმაციის გავრცელება თითქოს  წინასაარჩევნო პერიოდი დარღვევებით მიმდინარეობს. მოვუწოდებ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეისწავლონ ოპოზიციური პარტიების ქმედებები და დააფიქსირონ არსებული დარღვევები.

სამეგრელოში ენმ-ს საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია, რომელიც მხილებულია 2012 წელს ყალბი პირადობების შექმნასა და გამოყენებაში, ეს ადამიანი მსგავს ბინძურ ქმედებებში არაერთხელ მხილებულია.

ნაციონალურმა მოძრაობას არ აინტერესებს არჩევნები და მისი შედეგები, ისინი ემზადებიან არჩევნების შემდეგი დღისთვის, მათ გვერდით შემოიკრიბეს სხვადასხვა დანაშაულებში მხილებული ყოფილი ხელისუფლების მოძალადე ჯგუფის წევრები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დავალება, რომ ჩამოართვან მოქალაქეებს პირადობები, არჩევნების დღეს შემოიტანონ უბნებში არეულობა და დაპირისპირება. სურთ შექმნან ნეგატიური ფონი. წარმოგიდგენთ ამ ადამიანებს:

რუსლან შამახია – სხვადასხვა დროს იყო წალენჯიხისა და ზუგდიდის პოლიციის უფროსი. ოდიოზური ფიგურა არაერთი გახმაურებული საქმის ავტორი და შემსრულებელი. კუდის ყოფილი უფროსი, რომელიც ადამიანებს აშინებდა და პირადი ცხოვრებით აშანტაჟებდა. ამჟამად გვარამიას პარტიაშია და ყოფილი პოლიციელებისგან ქმნის უკანონო ფორმირებებს არჩევნების დღეს სიტუაციის ასარევად.

დავით დარსმელიძე – აბაშის პოლიციის ყოფილი უფროსი, შემდეგ კუდის ყოფილი უფროსი, ადამიანებს აშანტაჟებდა პირადი ცხოვრების კადრებით. გამოირჩევა პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლით, მისი სკანდალური საქმეები ხელმისაწვდომია ინტერნეტის ღია სივრცეებშიც კი. ამჟამად სამეგრელოში ხელმძღვანელობს არჩევნების დღეს არევის პოლიტიკას. აერთიანებს ყოფილ ძალოვნებს, რომლებმაც თანამდებობები პოლიტიკური განცხადებებით დატოვეს.

ლაშა ექონია – ზედაეწერის განყოფილების ყოფილი უფროსი, 2010 წელს  გაიტაცა და სასიკვდილოდ სცემა მოქალაქე ალექსანდრე სართანია, რომელიც ოპონენტი პარტიის აქციაზე იმყოფებოდა

ლევან გოგია – პატრულის თანამშრომელი ნაცების დროს, გამოირჩეოდა მოქალაქეთა დარბევით

ასევე ჩამოგითვლით ადამიანებს ვისაც აქვთ დავალება კარდაკარ იარონ

მოქალაქეებთან და არჩევნების წინა დღეებში პირადობები ჩამოართვან, ესენი არიან:

გელა კაკულია – ფოთის პოლიციის ყოფილი უფროსი, გამოირჩეოდა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეკერვით

მანუჩარ ფიფია – თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, მეგის ქარდავასთან დაახლოებული პირი

გოჩა ესართია – 2012 წელს  გამოირჩეოდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ანგარიშსწორებით

კახა კვარაცხელია – კომბინატის პოლიციის ყოფილი უფროსი, გამოირჩეოდა აგრესიით მაშინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ

დავით მელია – ყოფილი პოლიციელი, გამოირჩეოდა აქციების დარბევით, ამჟამად ნიკა მელიას პარტიაშია.

ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ, მშვიდ თავისუფალ საქმიან გარემოში, ორიენტირებულები ვართ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღეც ჩატარდეს მშვიდ გარემოში, სადაც მოქალაქეებს საკუთარი ნების გამოხატვა შეეძლებათ. ერთადერთი ძალა ვისაც აწყობს ამ გარემოში შემოიტანოს ნეგატივი, არიან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოექცნენ კანონის ჩარჩოებში, ყველა გადაცდომაზე იქნება უმკაცრესი, კანონით გათვალისწინებული პასუხი, არავის აქვს უფლება არჩევანის თავისუფლება შეუზღუდოს ჩვენს მოქალაქეებს. აქვე მოვუწოდებ ამომრჩევლებს არ მისცეთ არავის პირადობები, ვინც მოვა თქვენთან გადაუღეთ, მოგვაწოდეთ და ყველა ფაქტზე იქნება მკაცრი რეაგირება“ – განაცხადა ბრიფინგზე მამუკა წოწერიამ.

News image 1
News image 2
წინა პოსტი

ზუგდიდში ქართული ოცნების მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა

შემდეგი პოსტი

სამეგრელოში, ტობავარჩხილის მთებში, გერმანელ ტურისტს ეძებენ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ვინ წავა, ვინ მოდის და ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას ზუგდიდის მერიაში?

ვინ წავა, ვინ მოდის და ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას ზუგდიდის მერიაში?

სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისთან (ვიდეო)

სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისთან (ვიდეო)

გია ხარჩილავა, ზუგდიდში ენმ-ის ყოფილ წევრებზე: ზიანი იმ პარტიას, რომლის ხმებითაც საკრებულოში განთავსდნენ მაღალ პოსტებზე და პარაზიტირება პარტიის ხმებზე

გია ხარჩილავა, ზუგდიდში ენმ-ის ყოფილ წევრებზე: ზიანი იმ პარტიას, რომლის ხმებითაც საკრებულოში განთავსდნენ მაღალ პოსტებზე და პარაზიტირება პარტიის ხმებზე