ვინ წავა, ვინ მოდის და ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას ზუგდიდის მერიაში?

შუალედური არჩევნების შემდეგ, რაც არჩეული მერი გიორგი (გეგა) შენგელია მერის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება, გარკვეული სახის საკადრო ცვლილებები განხორციელდება. ამის შესახებ STV-ს სანდო წყარომ განუცხადა.
არჩეულ მერს საკადრო ცვლილებების შესახებ მკვეთრი განცხადებები ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა არჩევნებამდე, მერის მოადგილის რანგში მყოფმა გიორგი შენგელიამ STV-თან შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:
“ჩვენი თვითმიზანი არ არის კადრების შემცირება. ჩვენთვის მთავარია პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება”,-განაცხადა გიორგი შენგელიამ.
STV-ს წყაროს ცნობით არჩეულ მერს ჯერჯერობით ორი მოადგილე ეყოლება. ზუგდიდის მერიაში თანამდებობას შეინარჩუნებს მაიზერ ნანავა, რომელიც მერიაში სოციალურ საკითხებს გაუწევს კურირებას მერის მოადგილის რანგში.
რაც შეეხება ზუგდიდის ვიცე მერის თანამდებობას, მას სავარაუდოდ ზუგდიდელი კონსტანტინე უბერი დაიკავებს, რომელიც ახალი სახეა.
ცნობილი ექიმების შთამომავალმა კონსტანტინე უბერმა შავი ზღვის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა. საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ მაგისტრატურა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა.
STV კონსტანტინე უბერს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.
-გქონდათ თუ არა შემოთავაზება ზუგდიდის ვიცე მერის თანამდებობაზე?
-შემოთავაზება ნამდვილად მქონდა, თუმცა ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ნაადრევად მიმაჩნია.
-თუ საიდუმლო არ არის, ვისგან გქონდათ შემოთავაზება?
-შემოთავაზება იყო,თუმცა კონკრეტულ ადამიანებს ვერ დაგისახელებთ. თუ ამ მიმართულებით იქნება რაიმე სიახლე გპირდებით, რომ სრულ კომენტარს აუცილებლად გავაკეთებ.
მსგავსი სიახლეები

დათო კოდუა: სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობა – ეს იქნება ჩვენი გუნდის მთავარი და პრინციპული ნიშა ზუგდიდის მერიაში

“მოითმინეთ და ყველაფერს გაიგებთ” -რა ხდება ზუგდიდის მერიაში?!


