ვინ იმღერებს ზუგდიდში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო გალა კონცერტზე?

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ქალაქ ზუგდიდში გამართავს. ზუგდიდის ცენტრში 26 მაისს 11:00 საათიდან სხვადასხვა ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.
დასკვნითი კონცერტი, რომელიც საღამოს 22:00 საათზე დაიწყება მონაწილეობას – მიიღებენ: ნათია თოდუა, ვაკის პარკი, რეზო და ბავშვები, ნიკოლშოუ და ელენე ფოჩხუა.




