ზუგდიდში „ღვინის დღეების“ გალა კონცერტზე იტალიელი მომღერალი კიარა ჩიველო იმღერებს

7-15 ოქტომბერი, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმართება ყოველწლიური ღვინის ფესტივალი„ღვინის დღეები“. 15 ოქტომბერს ღვინის დღეებს ზუგდიდი მასპინძლობს. ღონისძიება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება.
პროგრამა:
• 17:00-21:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
• 17:00-21:00 კვების სივრცე: პურის ცხობა, მწვადის შეწვა, ჭაჭის გამოხდა, ჩურჩხელის ამოვლება, ფელამუშის მომზადება.
• 17:00-20:00 კულინარიული აქტივობები შეფ-მზარეულთან ერთად.
• 17:00-20:00 სომელიეს სესიები და ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია.
• 17:00-21:00 საგამოფენო სივრცე – მუსიკალური ქვევრით გაცოცხლებული საქართველო, ღვინის ისტორიის სტენდები.
• 17:00-20:00 საბავშვო აქტივობები: კერამიკაზე ხატვა, ვაზის დარგვა ქოთნებში, შტამპებისდამზადება ღვინის ბოთლის საცობებით, ღვინის ეტიკეტების შექმნა.
• 17:00-20:00 დღის მუსიკალური გაფორმება: მიშო ჯავახიშვილი და ირიაო, Dj Roy Fitz.
• 20:00 გალა კონცერტი.
გალა კონცერტის პროგრამა: დავით ევგენიძე და ბენდი, სპეციალური მოწვევით იტალიელი მომღერალი კიარა ჩიველო.




