წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი განახლდა

წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი განახლდა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრება და წარმატებები უსურვა.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თამარ ბელქანია ასევე საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის N3 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც პატარები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოდიან. პედაგოგებსა და მშობლებს გაესაუბრა და მათ პრობლემური საკითხების მოგვარებაც აღუთქვა.
ამ დროისათვის წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 800-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული, კვება სამჯერადია მაღალკალორიული და ერთი ხემსით“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




