საქართველოში ახალი სასწავლო წელი განახლდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ქალაქ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა და სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე,იმიტომ, რომ სწავლა განახლდა. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ნასწავლი მომავალი თაობა.
ვულოცავ ყველა პირველკლასელს , პედაგოგებს,ყველა მოსწავლეს”-აღნიშნა თამარ ბელქანიამ და პირველკლასელ გიგონასთან ერთად სიმბოლურად სახელმწიფო დროშა აღმართა“ – ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




