ახალი სასწავლო წელი შესაძლოა საკლასო და ონლაინ სწავლების დაბალანსებული მეთოდით დაიწყოს

- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ შესაძლებელია სასწავლო წელი შერეული მოდელით დაიწყოს, რაც გულისხმობს საკლასო და ონლაინ სწავლების დაბალანსებული მეთოდით გამოყენებას.
“არის გარკვეული უნარ-ჩვევები, რომლის განვითარება ონლაინსწავლებით შესაძლებელი არ არის. ამას სჭირდება უშუალოდ საკლასო ან პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ სადაც შესაძლებელია, ონლაინმექანიზმის გამოყენება, ეს მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ხოლო კორონავირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი შემოტანილია.
თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სამზადისი მიმდინარეობს იმისთვის, რომ სასკოლო გარემო ეპიდემიოლოგიურად მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.




