წალენჯიხაში ავარია მსხვერპლით დასრულდა

წალენჯიხაში ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა სოფელ საჩინოში მოხდა. არსებული ინფორმაციით, პიკაპის ფირმის ავტომობილი ფეხით მიმავალ ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.




