ხობში ავარიას 25 წლამდე გოგო ემსხვერპლა

ხობში, ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე გოგო ემსხვერპლა. შემთხვევა, თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ მაგისტრალზე, პირველ მაისის მონაკვეთთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი “სუბარუს” ტიპის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოყირავდა. მანქანაში მსხდომი მგზავრებიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმდე დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ავარიის შედეგად, ელექტროგადამცემი ბოძი და გაზსადენი მილი დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიცია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276- ე მუხლით დაიწყო.




