სენაკში მომხდარ ავარიას 25 წლის ქალი ემსხვერპლა

სენაკში ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ოთხი პირი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად 25 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში არიან მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი, შედარებით მსუბუქი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




