სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბეენვეს ტიპის ავტომობილი შენობას შეეჯახა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.



