სოფელ ნაწულუკუში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.ერთმანეთს ურთიერთსაპირისპოროდ მიმავალი ოპელისა და ფორცვაგენის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად ოპელის ტიპის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.მათ ამწუთებში სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.



