ნოქალაქევში 22 წლის მამაკაცი მდინარეში დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის მამაკაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ის წყლის სიღრმეში საბანაოდ შევიდა და ამოყვინთვა ვერ შეძლო. მაშველებმა ცხედარი შემთხვევის მიმდებარედ იპოვეს. ცხედარი ჯერ ექსპერტიზაზე, შემდეგ საკუთარ სახლში გადაასვენეს. უბედური შემთხვევა გუშინ, ნოქალაქევთან მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




