კოალაიციამ ,,ცვლილებებისთვის” ზუგფიდში ბრიფინგი გამართა

“ცვლილებებისთვის” კოალიციას რესპუბლიკური პარტია და ორგანიზაცია “აქტივისტები მომავლისთვის” შეუერთდნენ – ამის შესახებ ზუგდიდში კოალიციის ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. კოალიციის ლიდერებმა ხათუნა სამნიძე და ოქტაი ქაზუმოვი მედიის წარმომადგენლებს დღეს ზუგდიდის ოფისში წარუდგინეს. პრესკონფერენციას ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე და კოალიციის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.
როგორც კოალიციის ლიდერებმა ბრიფინგზე განაცხადეს, კოალიცია ფართოვდება და ემზადება იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდი დამაჯერებლად დაამარცხონ. მათივე განმარტებით, მათი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზაზე წარმატებას უზრუნველყონ.





