გიორგი გახარიამ პარტიის ზუგდიდის ოფისი გახსნა

„საქართველოსთვის“ პარტიამ საარჩევნო კამპანია რეგიონებში ოფიციალურად დაიწყო. დღეს შეხვედრა ზუგდიდში ადგილობრივ მხარდამჭერებთან გაიმართა, სადაც სიტყვით მიმართა პარტიის დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ და პარტიის სხვა ლიდერებმა.
დღევანდელ შეხვედრაზე, გიორგი გახარია თავის თანაგუნდელებთან, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარესთან გიგა ფარულავასთან, სენაკი-ჩხოროწყუ-ზუგდიდის დეპუტატთან ალეკო მოწერელიასთან და ზუგდიდის ყოფილ მერთან გეგა შენგელიასთან ერთად წარსდგა მხარდამჭერების წინაშე,, თუმცა მას არც დელეგატები წარუდგენია და არც კანდიდატები დაუსახელებია.
სიტყვით გამოსვლისას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერებმა გაუსვეს წლევანდელი საპარალამენტო არჩევნების მნიშვნელობას. ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და განაცხადეს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც მათივე სიტყვებით წლებია მძვინვარებს ქვეყნის მასშტაბით.




