გიორგი გახარიამ სამეგრელო კომენტარის გარეშე დატოვა

ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, რადიო”ათინათის” მენეჯერის გია ხასიას საოჯახო სასტუმროში “კასა დე ხასიაში” ისადილა. წყაროს ინფორმაციით, გახარია სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორთან, ალეკო მოწერელიასთან ერთად იმყოფება სამეგრელოში.
ცნობისთვის, ალექსანდრე მოწერელია გია ხასიას ახლო ნათესავია. გიორგი გახარიას ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი მის ვიზიტთან დაკავშირებით სამეგრელოში. იგი ასევე დღეს მუხურში მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.







