ფოთში მდინარე რიონმა ქალის ცხედარი გამორიყა

ფოთში, ნაბადის უბანში, მდინარე რიონმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ადგილობრივმა მცხოვრებმა ნახა და შესაბამის უწყებას აცნობა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურისა და სამართალდამცავთა ჯგუფები. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.




