ბალდის კანიონის მოწინააღმდეები მერიასთან აქციას მართავენ

მარტვილში ბალდის კანიონის მშნებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს. კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მარტვილის მერიასთან შეიკრიბნენ.
ადგილობრივების გარდა, აქციაზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტები იმყოფებიან, რომლებიც ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობას უცხადებენ. ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ,,რიონის ხეობოს მცვლთა” ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა.
შეკრებილები ასევე მუქარის ბრალდებით დაკავებული მათი თანამოაზრის გათავისუფლებასაც მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, აქციის დასრულების შემდეგ, ბალდაში გადაინაცვლებენ, სადაც კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალდელებს, პროტესტის ნიშნად კარავი აქვთ გაშლილი.
ბალდაში კანიონიონზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული “კანიონ 350” აწარმოებს. ამ ეტაპზე მუშაობა შეჩერებულია. კომპანია ვერ ახორციელებს ვალდრბულებით აღებულ პირობებს, რადგან აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.




