მარტვილში ბალდის კანიონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

ბალდის კანინიონის პროექტის განხილვა 6 ოქტომბერს მარტვილში გაიმართება. 15 საათზე ნებისმიერ მოქალაქეს შეხვედრაზე დასწრება და პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლება. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელება:
,,საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, 6 ოქტომბერს, 15:00 საათზე მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართება შეხვედრა სოფელ ბალდას მაცხოვრებლებთან ბალდის კანიონის დაცული ტერიტორიის განვითარების პროექტსა და გეგმებთან დაკავშირებით.
შეხვედრას გახსნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე. მასთან ერთად, დაესწრებიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თამჯდომარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოხდება დაცული ტერიტორიის განვითარების პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ინფორმაციის გაცვლა ყველა იმ სიკეთის შესახებ, რომლის მოტანაც შეუძლია ბალდის კანიონის ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და განვითარებას. მოსახლეებს, მოგიწოდებთ სურვილის შემთხვევაში დაესწროთ ღონისძიებას,” წერია მარტვილის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




