stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიეკონომიკარეგიონი

ტურიზმის სფეროს წამყვანი კომპანიებისთვის ბალდის კანიონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

22.12.2023 / 22 დეკემბერი 2023
ტურიზმის სფეროს წამყვანი კომპანიებისთვის ბალდის კანიონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ტურიზმის სფეროს წამყვანი კომპანიები და სექტორში მომუშავე ორგანიზაციები ბალდის კანიონის პროექტის პრეზენტაციას გაეცნენ. შეხვედრას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის,   ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ეწრებოდნენ. შეხვედრაზე იმსჯელეს პროექტის როლზე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესების, ასევე მთელი რაიონისა და ქვეყნის განვითარების კუთხით. 

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „კანიონი 350-ის“ დამფუძნებელმა, გოგა მერკვილაძემ. „ტურისტულმა სექტორმა ნათლად  დაინახა ის სარგებელი, რომელიც ამ პროექტს მოაქვს. ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება“ – აღნიშნა გოგა მერკვილაძემ.

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ კუსიდიმ პრეზენტაციაზე სახელმწიფოს ხედვის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, ბალდის კანიონი საერთო ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იქნება. „ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, ვიზიტორების ნაკადის ნაწილმა მარტვილიდან სვლა ბალდისკენ გააგრძელოს. მომავალ წლებში სამეგრელოს რეგიონში არსებული სხვა ძეგლების განვითარებაც იგეგმება,“ – განაცხადა ბესიკ კუსიდიმ.

ტურიზმის განვითარებაში ბალდის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, მედეა ჯანიაშვილმა. „კერძო ინვესტორის შემოყვანა იდეალური მიდგომაა. ეს იმის გარანტიაა, რომ სერვისი ხარისხიანი იქნება. კერძო ინვესტორი ყოველთვის ორიენტირებულია, ხარისხიანი სერვისის შეთავაზებით, მეტი მომხმარებელი გაიჩინოს“, – განმარტა მედეა ჯანიაშვილმა.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბალდის კანიონის პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობაზე გააკეთა აქცენტი მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა, ზაზა გაგუამ. „მარტვილის კანიონის, ოკაცეს კანიონისა და კინჩხას ჩანჩქერის მაგალითი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ იგივე სიკეთეები იქნება ბალდასა და მიმდებარე სოფლებში. თუ 10 წლის წინ მარტვილში ორიოდე სასტუმრო იყო, დღეს 60-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საოჯახო სასტუმრო, 10-ზე მეტი რესტორანი და 5-ზე მეტი საოჯახო მარანია,“- განაცხადა ზაზა გაგუამ.

პროექტი დადებითად შეაფასეს ტურისტული კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშა, სათავგადასავლო და ეკოტურისტული მიმართულებით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, მსგავსი პროექტები კი, ამ პოტენციალის გამოყენებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ბალდის კანიონის განვითარება მეტ სტიმულს მისცემს ადგილობრივებს თავად შესთავაზონ ტურისტებს სხვადასხვა მომსახურება, დასაქამდნენ ადგილზე და მიიღონ შემოსავალი.

აღსანიშნავია, რომ ბალდის კანიონი 2013 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში  გადავიდა. მიმდინარე პროექტი სწორედ სააგენტომ შეიმუშავა და 2022 წელს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში კომპანიამ „კანიონი 350“ გაიმარჯვა, რომელსაც ხეობის 2500-მეტრიანი მონაკვეთის ნაწილზე – 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე 40-წლიანი იჯარით კონკრეტული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გადაეცა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან გამორმებული ხელშეკრულებით კომპანიამ აიღო ვალდებულება, მთის გაყოლებაზე მოაწყოს 400 მეტრის სიგრძის ვიწრო საფეხმავლო ბილიკი, ასევე 370 მეტრზე მოეწყობა როლერის ატრაქცია, რომლის მეშვეობითაც, დამთვალიერებელი კანიონის იმ ნაწილს გაივლის, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო, ადამიანი იქ ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა. ეს იქნება პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში. შესაბამისად, ბალდის კანიონი პირველად გახდება სრულად ხელმისაწვდომი და ვიზიტორებიც პირველად მიიღებენ როლერით დათვალიერების დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული პირველი პროექტი საქართველოში,  სადაც შშმ პირები თავისუფლად შეძლებენ ისარგებლონ ადგილზე მოწყობილი ინფრასტრუქტურით, როგორც ბილიკებით, ასევე როლერის ატრაქციით. შეხვედრის მონაწილეებმა აღინიშნეს, რომ ინკლუზიურობა კარგი მაგალითი უნდა გახდეს სხვა მსგავსი პროექტებისთვისაც.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის სექტორული შეხვედრები ბალდის კანიონის პროექტთან დაკავშირებით მომავალშიც გაგრძელდება.

წინა პოსტი

აბაშის მუნიციპალიტეტში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

შემდეგი პოსტი

ხობში საახალწლო ნაძვის ხე აინთო

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ხობში ახალი პროექტის – „პარალეგალების“ პრეზენტაცია გაიმართა

ხობში ახალი პროექტის – „პარალეგალების“ პრეზენტაცია გაიმართა

ფოთის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის საგრანტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ფოთის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის საგრანტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

მარტვილში ბალდის კანიონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

მარტვილში ბალდის კანიონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება