ზუგდიდელი სპორტსმენი ევროპის ჩემპიონი გახდა

ზუგდიდელი სპორტსმენი ირაკლი ვეკუა 3 ოქროს მედლით ევროპის ჩემპიონია! სალონიკიში მიმდინარე U17 ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა. კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე +102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ვეკუამ წარმატებით იასპარეზა.
ძალოსანმა ატაცში 145 / 150 / 152 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ვეკუამ კიდევ ერთი ოქროს მედალი აკვრაში დაძლეული 185 / 191 კილოგრამით მოიპოვა. ძალოსანმა ორჭიდში მოგროვილი 343 კილოგრამით მკერდი მესამე ოქროს მედლით დაიმშვენა.




