სენაკის ცენტრალურ სტადიონთან სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო

სენაკის ცენტრალურ სტადიონის მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მშენებლობის პროცესი დასრულდა.
პროექტის ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია და ის სრულად ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდა.
განხორციელებულ პროექტს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და სენაკის მერი ვახტანგ გადელია გაეცნენ.
სენაკის მუნიციპალიტეტში ასევე დასრულდა მინი სპორტული მოედნების მოწყობა თეკლათისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულებში.




