ზუგდიდის ცენტრალურ მოედანს თავისუფლების მოედანი ეწოდა

ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანს, რომელიც ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარეობს, თავისუფლების მოედანი ეწოდა. შესაბამის გადაწყვეტილებას საკრებულომ ერთხმად დაუჭერა მხარი.
ინიციატივა “ქართული ოცნების” დეპუტატებს ეკუთვნით, რომელთაც საკრებულოს ამ თხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართეს.




