გუბერნატორი: საგულშემატკივროდ ვიკრიბებით მთელი რეგიონის მასშტაბით მუნიციპალურ ცენტრებში

საქართველო ისტორიული მატჩისთვის ემზადება, მთელი ქვეყნის მასშტაბით საქომაგოდ სხვადასხვა მუნიციპალიტეტები ემზადებიან. სამზადისია ზუგდიდში, სადაც საქართველო-თურქეთის მატჩს დიდ ეკრამზე მეორე სკოლის წინ მდებარე მოედანზე უჩვენებენ. ადგილზე ეწყობა გულშემატკივართა სივრვე. ჩვენების ორგანიზატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაა.
ზუგდიდის მსგავსად ჩვენებები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ამის შესახებ stv-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ განუცხადა:
„დღეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ვემზადებით გამარჯვების აღსანიშნავად და ვიკრიბებით მთელი რეგიონის მასშტაბით მუნიციპალურ ცენტრებში. რაც შეეხება ზუგდიდს აქ დიდი ეკრანი დადიანების მუზეუმის შესასვლელთან გვაქვს დამონტაჟებული. ძალიან მნიშვნელოვანია დავდგეთ ერთად და ერთად ვუქომაგოთ ეროვნულ ნაკრებს, რომელიც დღეს ისტორიას წერს. წარმატებები ჩვენს ბიჭებს, წარმატებები საქართველოს და გელოდებით ყველას ჩვენი რეგიონის მუნიციპალურ ცენტრებში“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.




