რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

- რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 346 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 8 დადებითი პასუხია. აქედან 3 შემთხვევა გამოვლინდა ზუგდიდში, მათ შორის არის 1 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტი, 2 არის თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.
1 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, რომელიც წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, დანარჩენი 4 შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები არიან, რომლებიც ცხელებით იყვნენ მოთავსებულები რუხის კლინიკაში.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 202 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 73 კოვიდ პაციენტი, აქედან 20-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი, მათგან 4 ზუგდიდის მკვიდრია, 1 მარტვილში მცხოვრები მოქალაქეა, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქეა, 1 თბილისში მცხოვრები მოქალაქეა და 1 ფოთის მკვიდრია, რომელიც ფოთის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. 1 გურიის რეგიონიდანაა, 4 ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 106 ადამიანი.




