სამეგრელოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 14 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა

- სამეგრელოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 14 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა 3 კი მესტიაში. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ. ოფიციალური ინფორმაციით ინფიცირებულებს შორის არიან ზუგდიდის მერიის თანამშრომლებიც.
STV NEWS-ის ინფორმაციით ზუგდიდში გამოვლენილი ახალი შემთხვევები იმ ორ შემთხვევასთან კავშირშია, რომელიც გუშინ “ოქროს ბირჟასა” და ეკლესიაში მომუშავე ქალბატონთან დაფიქსირდა. ახალ შემთხვევებს შორის არიან მცირეწლოვანებიც.
ინფიცირებულები გადაყვანილნი არიან რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციაში ბრიფინგს მართავენს სამეგრელოს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია.




