stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეკლამა

სენაკში, სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარი გაიმართა

23.09.2020 / 23 სექტემბერი 2020
სენაკში, სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარი გაიმართა
  • დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარი გაიმართა.

მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა ალექსანდრე ჯანჯღავამ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო სახელმწიფოს მიერ დადგენილი სავალდებულო რეგულაციების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებები, როგორიცაა: თითოეული საბავშვო ბაღისთვის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის, აღსაზრდელთა გადანაწილებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების სტრატეგიის შემუშავება, ასევე აღსაზრდელების მშობლებისთვის ამ წესების გაცნობა.

ტრენინგ-სემინარს ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ანა ჭიჭაღუა, მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების გამგეები, აღმზრდელ-მასწავლებლები, ექთნები, მზარეულები. სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორის ალექსანდრე ჯანჯღავას თქმით, გაერთიანებამ დაიწყო მუშაობა კოვიდ 19-ის პრევენციის და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველსაყოფად, ასევე ინფრასტრუქტურის შესაბამისი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, რათა სააღმზრდელო პროცესის განახლების მომენტიდან დაცული იყოს აღსაზრდელების, მშობლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

სენაკის მუნიციპალიტეტის ოცდაშვიდივე საბავშვო და ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი პირველ ოქტომბერს განახლდება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის 23 საბავშვო ბაღში წყალმომარაგების სისტემის და სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, 100 აღსაზრდელზე გათვლილ N4 საბავშვო ბაღს აშენებს.

ამავე პროექტის ფარგლებში, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე დასრულდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. ახალი სააღმზრდელო წლიდან აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი მოემსახურება. ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდი ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული N5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე ახალ სააღმზრდელო დაწესებულებას აშენებს. სენაკში ასევე იგეგმება მეშვიდე საბავშვო ბაღის მშენებლობა.

წინა პოსტი

სამეგრელოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 14 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა

შემდეგი პოსტი

ხმაური ფოთის აგრარულ ბაზარში – მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში, სააღდგომო ნობათები სკოლამდელი აღზრდის სექტორის აღსაზრდელებს დაურიგდათ

სენაკში, სააღდგომო ნობათები სკოლამდელი აღზრდის სექტორის აღსაზრდელებს დაურიგდათ

სენაკში, სკოლამდელი აღზრდის სექტორში საახალწლო კვირეული მიმდინარეობს (R)

სენაკში, სკოლამდელი აღზრდის სექტორში საახალწლო კვირეული მიმდინარეობს (R)

სენაკში რაგბის ფესტივალი გაიმართა

სენაკში რაგბის ფესტივალი გაიმართა