სენაკში, სკოლამდელი აღზრდის სექტორში საახალწლო კვირეული მიმდინარეობს (R)

მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორში ტრადიციული საახალწლო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში, 1302 აღსაზრდელი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისგან საახალწლო საჩუქარს მიიღებს.
კოსტუმირებული კომპოზიცია, თოვლის ბაბუა, საყვარელი ზღაპრების გმირები… – საახალწლო ზეიმების უცვლელი და განუყოფელი ნაწილია.
ტრადიციად ქცეული კვირეული 27 დეკემბერს დასრულდება და პატარებს 2020 წლამდე დაემშვიდობება.




