სააღმზრდელო წელი სიახლეებით, სენაკის სკოლამდელი აღზრდის სექტორში

ახალი სასწავლო წელი სენაკის მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო და ბაგა-ბაღში განახლებული ინფრასტრუქტურით და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით დაიწყო.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და სკოლამდელი აღზრდის სექტორში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
მიმდინარე სააღმზრდელო წელს, 1310 აღსაზრდელს კეთილმოწყობილი და სტანდარტების შესაბამისი გარემო დახვდა:
✔სრულად გადაიხურა კოტიანეთის საბავშვო ბაღის შენობა
✔რეაბილიტირდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა ძველი სენაკის პირველი და მეორე, უშაფათის, მენჯის საბავშვო ბაღების სამზარეულოები და სასაწყობო ოთახები
✔იატაკები განახლდა უშაფათის, ძველი სენაკის, ნოქალაქევის, ნოსირის და მენჯის საბავშვო ბაღებში
✔ეკის საბავშვო ბაღში კეთილმოეწყო აღსაზრდელთა საძინებელი ოთახი
✔რეაბილიტირდა ძველი სენაკის პირველი და თეკლათის საბავშვო ბაღების სახურავები
✔სააღმზრდელო ოთახების სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ნოსირის, ძველი სენაკის პირველ და კოტიანეთის საბავშვო ბაღებში
✔გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა ახალსოფლისა და თეკლათის საბავშვო ბაღებში
✔კეთილმოეწყო მენჯის საბავშვო ბაღის ფასადი
✔სველი წერტილები მოეწყო ხორშის საბავშვო ბაღში
✔ეზოს შემოღობვითი სამუშაოები დასრულდა გეჯეთის საბავშვო ბაღში
✔სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღში
✔ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა კოტიანეთის, ახალსოფლის, ლეძაძამეს, ქალაქის პირველ, მეორე და მეექვსე საბავშვო და ბაგა-ბაღებში.




