რა სიახლეებით ხვდება ანაკლია-განმუხირი ახალ საზღვაო სეზონს [ფოტო]
![რა სიახლეებით ხვდება ანაკლია-განმუხირი ახალ საზღვაო სეზონს [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2024/06/4d440259-8ee0-483d-a1be-3ac07f6f7d8f-960x720.jpeg)
ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი, ახალ საზღვაო სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ამის შესახებ STV-ს ,,ანაკლია-განმუხური რესორტში” განუცხადეს.
ტურისტული სეზონი ივლისში ოფიციალურად გაიხსნება, მანამდე კი ანაკლიასა და განმუხურში სტუმრების დასახვედრად აქტიურად ემზადებიან.
უკვე დასრულებულია სავაჭრო ობიექტების, ველობილიკებისა და სპორტული მოედნის მშენებლობა, რომელიც სპორტის მოყვარულებს სხვადასხვა აქტივობით და ღონისძიებებით უმასპინძლებს.
,,ადრენალინის მოყვარულებს ანაკლიაში გიგანტური 8 მეტრიანი საქანელები დაგხვდებათ, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ და ბევრ ემოციებს გაჩუქებთ.
რუჯის მოყვარულებს მოწესრიგებული სანაპირო ზოლი გელოდებათ, ასევე სანაპიროზე “საშეზლონგო ჩრდილები” მოეწყობა.
გარდა ამისა, განახლდა საშხაპეები და გასახდელები, რომელიც სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. განმუხურში კი რეაბილიტირდა პავილიონები და ბუნგალოები” განუცხადა STV-ს შპს ,,ანაკლია განმუხური რესორტის” დირექტორმა დავით შელიამ.
ახალ სეზონს განმუხურში, აკვა პარკი გახსნის. მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ადგილზე STV-ს განუცხადეს მოლოდინი არის პოზიტიური და ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სტუმრებმა სრულყოფილად შეძლონ დასვენება.
წელს, სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით ცხელ და მზიან ამინდებს პროგნოზირებენ.












