ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. კურორტზე ზღვის სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები დაიგება, მოხდება საფეხმავლო ხიდთან არსებული, კაფე-რესტორანის რეაბილიტაცია, აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრი.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ მინი – ფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს, რეაბილიტაცია ასევე ჩაუარდება ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს. მოეწყობა ველობილიკი, გარე განათება, სველი წერტილები, გასახდელები, დამონტაჟდება ახალი სანაგვე ურნები.
ანაკლიაში ინფრასტრუქტურის განახლება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით ხორციელდება. სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, საკურორტო ზონაში განსახორციელებელი სამუშაოები შპს. ,,ანაკალია-განმუხური რესორტის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.



![რა სიახლეებით ხვდება ანაკლია-განმუხირი ახალ საზღვაო სეზონს [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2024/06/4d440259-8ee0-483d-a1be-3ac07f6f7d8f-960x720.jpeg)