ახალ სასწავლო წელს სენაკის 10 საჯარო სკოლა განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

ახალ სასწავლო წელს სენაკის მუნიციპალიტეტის ათი საჯარო სკოლა განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ეს კადრები ეკის საჯარო სკოლაში მიმდინარე გადახურვით სამუშაოებს ასახავს. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში, 470 000 ლარის სამუშაოები განხორცილედება.
მომავალი თაობებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, კეთილმოწყობილ გარემოში განათლების მისაღებად საჭირო სათანადო პირობების შექმნა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.



