სახელმწიფო რწმუნებული სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმოამდგენლებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სენაკში მოქალაქეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის რწმუნებულებს შეხვდა. ინფორმაციას გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეხვედრაზე სოფლებში არსებული საკითხები დეტალურად განიხილეს. მათ შორის ისაუბრეს თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობასა და ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებთან დაკავშირებით.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მერთან ერთად ესწრებოდა“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




