სენაკის მერი დმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და ასისტენტებს შეხვდა დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და ასისტენტებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ ახლადდანიშნული წარმომადგენლების და ასისტენტების საქმიანობის უმთავრესი მიმართულება უნდა იყოს მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი პრობლემების შესწავლა, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლებლობებზე ხალხთან ღიად საუბარი.
,,ჩვენ, გუნდური მუშაობით, ახლებური შემართებითა და ხედვებით, უნდა შევძლოთ ყველა წინასაარჩევნო დაპირების შესრულება, მიმდინარე და ახალი პროექტების სრულფასოვნად განხორციელება“ – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.





