სენაკის მერი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სტუდენტური პარლამენტის დამფუძნებლებს – გიგა გლუნჩაძეს, ანზორ მეგრელიშვილს და წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრაგეტიულ მიმართულებებს და სამომავლო თანამშრომლობას, ასევე, „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.
მუნიციპალიტეტის მერმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.




