წალენჯიხაში შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი გრძელდება

წალენჯიხაში შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი გრძელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ზარქუამ, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ და მერის წარმომადგენელმა ქალაქ ჯვარში ირაკლი ხარჩილავამ ქალაქ ჯვარის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე დათვალიერებულიქნა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაო ლექანთარეს უბანში(მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოები),N1საჯარო სკოლასთან ე.წ მწოლიარე პოლიციელის მოწყობის დასრულებული სამუშაოები, ჯვარში ბავშვთა გასართობი სკვერის რეაბილიტაცია და ასევე წყალსაწრეტი არხის მოწყობის სამუშაოები. მონიტორინგი მიმდინარე და შესრულებულ სამუშაოებზე ყოველდღიურად გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

თეატრი და მუზეუმ-ნაკრძალი – სენაკში განხორციელებული და მიმდინარე ორი დიდი პროექტი

ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი „ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ


