კახათის რწმუნებულის თანაშემწეს „გირჩის“ წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ზუგდიდის სოფელ კახათის რწმუნებულის თანაშემწე მანანა გულორდავა, გირჩის წევრს ვიტალი გუგუჩიას ძალადობაში ადანაშაულებს. მანანა გულორდავას განცხადებით, გირჩის წევრი მეუღლესთან ერთად, მას სამსახუში მიუვარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საუბარია, ფეისბუქ კომენტარზე, სადაც მანანა გულორდავამ გუგუჩიას პოლიტიკური წარსული შეახსენა, სწორედ ამან გამოიწვია გუგუჩიას გაღიზიანება და ამის გამო მას თავს დაესხა.
კახათის რწმუნებულის თანაშემწის თქმით, გუგუჩია გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით, ემუქრებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გულორდავა იხსენებს, რომ გუგუჩია ნაციონალური მოძრაობის დროს იკავებდა წამყვან თანამდებობას და არჩევნების დროს გამოირჩეოდა “ზონდერული” ქმედებებით.
დაზარალებული გეგმავს ძალადობაში ბრალდებულის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს.
მსგავსი სიახლეები
ზუგდიდის 15-ე საარჩევნო უბანზე “ნაციონალების” წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კომისიის თავმჯდომარეს

დავით კოდუა: მოძალადე წითლიძე, სოდის და კუდის ყოფილ ზონდერებთან ერთად შეუვარდა დევნილებს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა


