ზუგდიდის 15-ე საარჩევნო უბანზე “ნაციონალების” წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კომისიის თავმჯდომარეს
რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა ზუგდიდის N 15-ე საარჩევნო უბანზე. აღნიშნულ უბანზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ვახტანგ ხვიჩია მივიდა და გადასატანი ყუთით არსებული ამომრჩეველთა სიების წარდგენა მოითხოვა.
სწორედ ამის შემდეგ მოხდა შელაპარაკება ხვჩიასა და კომისიის სხვა წევრებს შორის. კონკრეტულად, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კომისიის თავმჯდომარეს ლუიზა თევზაძეს და კომისიის წევრს ლეილა თვალთვაძეს.
მათი განცხადებით, ხვიჩიამ მათ შეაგინა და ემუქრებოდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შემოვიდა შეტყობინება, რომ N15-ე საარჩევნო უბანზე მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ვ.ხ. რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა იქ მყოფ პირებს.
ადგილზე მალევე გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს”,- განუცხადეს STV-ს შსს-ში.
მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან – 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მეოცე უბანზე, ენმს დამკვირვებელი ანი შონია უბნიდან გააძევეს


