ზუგდიდში დღეს 12-იანელთა საზოგადოება შეიკრიბა
ზუგდიდში, კულტურის ცენტრ „ოდიშში“ საზოგადოებრივმა მოძრაობამ „12-იანელები – ღირსეული საქართველოსთვის“ მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის მწერლის მერაბ შათირიშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციაში არამხოლოდ 2012 წელს, არამედ 90-იან წლებში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები და “ზვიადისტებიც” შედიან.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, რომ ამომრჩევლებისათვის „ქართული ოცნებისთვის“ შანსის მიცემისა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უარის თქმისკენ მოეწოდებინათ.
შეხვედრაზე გამომსვლელებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამომრჩევლებმა პირადი წყენა და მძიმე სოციალური ფონი გვერდზე უნდა გადადონ და არ დაუშვან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დაბრუნება.
ორგანიზაციაში, რომელიც მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს დაფუძნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2 ათასზე მეტი წევრია.




