საზოგადოება „ქართულის” გასვლითი შეხვედრა ზუგდიდში

საზოგადოება „ქართული” რეგიონებში გასვლით შეხვედრებს მართავს. ამჯერად შეხვედრა ზუგდიდში, ნიკოსეულ სასახლეში გაიმართა. “ქართულის” დამფუძნებლებმა და წევრებმა ადგილორბივ საზოგადოებას სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნეს.
დამფუძნებლების განცხადებით, საინფორმაციო გასვლითი შეხვედრები გაიმართება საქართველოს ყველა რეგიონში, რადგან მნიშვნელოვანია საზოგადოებრი პროცესებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების, მათ შორის მეცნიერების, ხელოვანების კულტურისა და სპორტის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა, მათი იდეების შეჯერება და გაზიარება.
საზოგადოება „ქართული“ 2024 წლის 14 აპრილს დაარსდა და როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, საზოგადოებამ პრიორიტეტად დაისახა დღემდე საზოგადოებრივი პროცესებისგან გარკვეულად დისტანცირებული ერის ინტელექტუალური, განათლებული და კულტურული ნაწილის არენაზე დაბრუნებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვისთვის მხარდაჭერა.




