მარტვილის კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ ,,იმედს” პრიზი ,,ოქროს არწივი”გადაეცა

საქართველოს კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის მოღვაწეთა კავშირის
„საქართველოს ეროვნული ფილარმონიის“ სამეგრელო –ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის, მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალზე ,,ჰარირა” მარტვილის კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ ,, იმედს” პრიზი ,,ოქროს არწივი”გადაეცა. ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.
ფესტივალზე მონაწილეობას მარტვილის, ქუთაისის, სამტრედიის, ბათუმისა და ზუგდიდის სხვადასხვა ქორეოგრაფიული ჯგუფები იღებდნენ.ანსამბლ ,,იმედის” ხელმძღვანელი ირაკლი წივწივაძე და ქორეოგრაფები გიგა ხელაია, უტა ალფაიძე, მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ მსგავს ღონისძიებეში ისინი აქტიურად მონაწილეობენ და მიღებული პრიზისთვის ფესტივალის დამფუძნებელს ეკა ბულიას მადლობას უხდიან.



![ლებარდე – მარტვილის მუნიციპალიტეტი [ფოტოგალერეა]](https://api.stv.ge/uploads/2019/09/70376909_391170151578993_6815590860793577472_n-1.jpg)