28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

28 დეკემბერს, ფოთის ცენტრალური მოედანზე, 16 საათიდან საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
16 საათიდან საბავშვო აქტივობები დაიწყება, სადაც სანტა პატარებს საჩუქრებს გადასცემს.
18:00 საათზე კი კონცერტი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის შემსრულებლები: კახაბერი და ხანუმები, რუსა მორჩილაძე, ნანუკა ქარუხნიშვილი, აჩიკო მეფარიძე და Mix2Ra. ღონისძიების წამყვანია ზურა გიორგაძე.
ღონისძიება იმართება საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭრით



