stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

„ხალხის ძალა“ – ანაკლიის პორტის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი 1 წელი მიმდინარეობდა – ამ პერიოდში არც ერთ ამერიკულ კომპანიას რეალური ინტერესი არ გამოუჩენია, არადა მთავრობას ჰქონდა სრული მზაობა, პროექტი სწორედ აშშ-ის ინვესტიციით განხორციელებულიყო

30.05.2024 / 30 მაისი 2024
„ხალხის ძალა“ – ანაკლიის პორტის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი 1 წელი მიმდინარეობდა – ამ პერიოდში არც ერთ ამერიკულ კომპანიას რეალური ინტერესი არ გამოუჩენია, არადა მთავრობას ჰქონდა სრული მზაობა, პროექტი სწორედ აშშ-ის ინვესტიციით განხორციელებულიყო

პორტის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა – ამ გრძელვადიან პერიოდში არც ერთ ამერიკულ კომპანიას რეალური ინტერესი არ გამოუჩენია, არადა საქართველოს მთავრობას ჰქონდა სრული მზაობა, რომ პროექტი სწორედ ამერიკული ინვესტიციით განხორციელებულიყო,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამია, აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადება ცინიკურად ჟღერს და „ამერიკის ინტერესი არ არის არც საქართველოს და მით უმეტეს, არც ევროპის ეკონომიკის გაძლიერება და აქ წარმატებული პროექტების განხორციელება“.

„გუშინ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი ჩინური კომპანია ოფიციალურად გამოცხადდება ტენდერში გამარჯვებულად და ჩვენი ქვეყნისათვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი სტარტს აიღებს. პირველ რიგში, გვსურს მივულოცოთ საქართველოს ეს ისტორიული მნიშვნელობის ამბავი, რამეთუ ანაკლიის პორტი ნიშნავს უპრეცედენტო ინვესტიციას ქვეყნის ეკონომიკაში, ათასობით ახალ სამუშაო ადგილს, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებს და რაც მთავარია – საქართველო იბრუნებს მის ისტორიულ ფუნქციას – ჩვენ გავხდებით ერთ-ერთი უმთავრესი დერეფანი აზიასა და ევროპას შორის.

ბოლო ორ წელიწადში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ყველანაირად ცდილობენ ჩინეთთან პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობების დალაგებას, შედგა არაერთი უმაღლესი დონის ვიზიტი ევროპული ქვეყნების ლიდერებსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას და ფუნქციას ანიჭებს ჩვენს პატარა, ლამაზ საქართველოს. ჩინური ტვირთების გადაზიდვა ევროპაში ანაკლიის პორტის გავლით იქნება უდიდესი სტიმული ჩვენი ეკონომიკისთვის, თუმცა კიდევ უფრო დიდია ამ თემის პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა.

ჩინეთთან გაღრმავებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის ფონზე, რაც კიდევ უფრო გამყარდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საბოლოოდ გადაწყვეტის საკითხით, გლობალური ომის პარტიის მესვეურებმა დაუყონებლივ გამოიყვანეს ასპარეზზე თავიანთი აგენტურა და საქართველოს ხელისუფლება ამერიკული ინტერესების დაზიანებაში დაადანაშაულეს. ერთ-ერთ უსამშობლო რადიკალს ისიც კი ათქმევინეს, რომ თითქოს საქართველომ ამერიკულ კომპანიებს უარი უთხრა პორტის მშენებლობაზე. ესეც მორიგი იაფფასიანი ტყუილი და სპეკულაციაა.

როგორც მოგეხსენებათ, პორტის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ გრძელვადიან პერიოდში არც ერთ, ხაზგასმით ვამბობთ, რომ არც ერთ ამერიკულ კომპანიას რეალური ინტერესი არ გამოუჩენია. არადა საქართველოს მთავრობას ჰქონდა სრული მზაობა, რომ პროექტი სწორედ ამერიკული ინვესტიციით განხორციელებულიყო. უფრო მეტიც, გვაქვს ინფორმაცია, რომ ტენდერის გამოცხადებამდე იყო არაერთი კომუნიკაცია და შეთავაზება ამერიკის ოფიციოზის მიმართ, რომ სწორედ მათ აეღოთ პორტის მშენებლობაზე პასუხისმგებლობა და შემოეყვანათ კომპანია, რომელიც ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებდა, მაგრამ აქაც ნულოვანი ინტერესი იქნა გამოჩენილი. მარტივ და რიტორიკულ კითხვას დავსვამთ – ისეთ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობა მოწოდებული იყო ქვეყანაში ანაკლიის პორტის პროექტი სწორედ ამერიკულ კომპანიას განეხორციელებინა, რა გახდა შეფერხების და უარის მიზეზი? ნუთუ „სტრატეგიულმა პარტნიორმა“ ვერ მოიძია ერთი კომპანია, რომელიც ამ ვალდებულებას აიღებდა?

ამ ფონზე კიდევ უფრო ცინიკურად ჟღერს სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადება, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი და სათანადო გამოკვლევა, გააზრებულ იქნას პოტენციური გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე და უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი და გამჭვირვალე ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც საქართველოსთვის, სარგებლის მომტანი იქნება”. რეალურად, პრობლემა სხვა რამეშია…

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამერიკის ინტერესი არ არის არც საქართველოს და მით უმეტეს, არც ევროპის ეკონომიკის გაძლიერება და აქ წარმატებული პროექტების განხორციელება. უფრო მეტიც, ამერიკის ინტერესი ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, ევროპის ეკონომიკის დასუსტება და დანგრევაა, რასაც სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს და თანაც, ამ მიზნის მისაღწევად პირდაპირ ომის ქარცეცხლში ხვევს ქვეყნებს. ამ მასშტაბის კრიზისის შექმნაში უმნიშვნელოვანესი როლი ევროპაში მომხდარმა სამმა ომმა – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს, 2014 წლის რუსეთ-უკრაინისა და მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომებმა შეასრულა. შედეგად ევროკავშირის ნომინალური ეკონომიკა 2008 წელს 16.3 ტრილიონი დოლარი იყო, 2024 წლის ბოლოსთვის კი მხოლოდ 17.3 ტრილიონი იქნება. ამასობაში, კი ამერიკის ნომინალური ეკონომიკა 14.8 ტრილიონიდან 28 ტრილიონ დოლარამდე იზრდება.

ვინც ეკონომიკაში ზედაპირულად მაინც ერკვევა, კარგად მიხვდება, თუ რას ნიშნავს 16-წლიანი ეკონომიკური სტაგნაცია ევროკავშირისთვის. აი, ასე გამოიყურება ციფრებში ამერიკული „სტრატეგიული პარტნიორობა“. საქმე იქამდე მივიდა, რომ გერმანული „მერსედესის“ წარმოება იაფი მუშა ხელის არარსებობის გამო სწორედ ამერიკაში გადავიდა და მსგავსი მაგალითები არაერთია. აი, სწორედ ეს არის ამერიკული „დახმარების“ ხელწერა, თორემ ერთ ადამიანსაც კი ვერ დავარწმუნებთ, რომ ამერიკის მთავრობას ჰქონდა სურვილი, მაგრამ ამერიკამ ვერ მოახერხა პორტის აშენება. ჩვენს „სტრატეგიულ პარტნიორებს“ არანაირი სურვილი არ აქვთ, თავიანთი პოლიტიკა ეკონომიკას დაუკავშირონ და ამ ფორმით სცადონ თავიანთი ინტერესების გატარება. მათ უნდათ, რომ უხეშად, რევოლუციური გზით დააბრუნონ ხელისუფლებაში აგენტურა და მათი ხელით გაატარონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები. მათი მთავარი ინტერესია, რომ პორტი არ აშენდეს და აქ არის სწორედ მთავარი პრობლემა. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკისთვის არანაირი პრობლემა არ იქნებოდა ამ პროექტის ხელში აღება.

აქვე, ორი სიტყვით, ხანდაზმული თაღლითების, ხაზარაძე/ჯაფარიძის თემასაც შევეხებით, რადგან მათაც აქვთ პრეტენზია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუშალა პორტის მშენებლობაში. ეს ორი სუბიექტი ჩვენგან დიდ ყურადღებას ნამდვილად არ იმსახურებს, მაგრამ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თაღლითებმა ვერც ერთი ინვესტორი ვერ დააინტერესეს, პროექტი რამდენჯერმე გადადეს, ბოლოს კი იქამდე მივიდნენ, რომ მთავრობას თხოვდნენ ტვირთების მოზიდვის გარანტიას, ხოლო თავად უნდა დამსხდარიყვნენ და მოგება დაეთვალათ.

რომ შევაჯამოთ, სახეზე გვაქვს მარტივი მოცემულობა – საქართველოს ხელისუფლება დღეს მოქმედებს ხალხის და ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება და ის მოემსახურება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას, ჭეშმარიტ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას, რაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანს გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

წინა პოსტი

ხობში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის 6 მილიონიან პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

შემდეგი პოსტი

ეკონომიკის სამინისტრო – ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტი ვითარდება დინამიურად, პოზიტიურად და მისი გაჩერების პერსპექტივა არ არსებობს

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტი ვითარდება დინამიურად, პოზიტიურად და მისი გაჩერების პერსპექტივა არ არსებობს

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა არ ეხება პროექტს – ამ კუთხით გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა არ ეხება პროექტს – ამ კუთხით გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ

ნანა ფაჟავა აფრასიძეების საქმეზე: 2003 წლის 3 ივნისიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთში „იმედის“ რეპორტიორად ვმუშაობდი, არც მაშინ და არც შემდეგ, რეალური მტკიცებულებები მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ არ არსებობდა

ნანა ფაჟავა აფრასიძეების საქმეზე: 2003 წლის 3 ივნისიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთში „იმედის“ რეპორტიორად ვმუშაობდი, არც მაშინ და არც შემდეგ, რეალური მტკიცებულებები მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ არ არსებობდა