გუბერნატორი და ზუგდიდის მერი ნიდერლანდების ელჩს შეხვდნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მელინ არაკელიანს შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ელჩი გაეცნო რეგიონის სპეციფიკას, გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას, განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროექტები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.




