stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერი ნიდერლანდების ელჩს შეხვდნენ

25.08.2022 / 25 აგვისტო 2022
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერი ნიდერლანდების ელჩს შეხვდნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. შეხვედრაზე საელჩოსთან ერთად რეგიონში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის, ადრეული გამოვლენის და მსხვერპლთა მხარდაჭერის პროექტი ხორციელდება. გარდა ამისა ნიდერლანდების საელჩო რეგიონში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს.

„დღეს ნიდერლანდების ელჩს ვუმასპინძლეთ, ის ჩვენს რეგიონში პირველადაა. საელჩოსთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთში სხვადასხვა პროექტები ხორციელდება, ძირითადად ქალთა უფლებების დაცვის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.  ჩვენ ვისაუბრეთ ამ პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის სფეროებზე, რეგიონში ინვესტიციების მოზიდვაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით ნიდერლანდების სამეფო ბოლო წლების განმავლობაში ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს“ – განაცხადა ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

თავის მხრივ ელჩმა რეგიონში მისი პირველი ვიზიტი შეაფასა:

„მოხარული ვარ რომ დღეს ვიმყოფები სამეგრელო ზემო სვანეთში, ეს არის ჩვენი პირველი ვიზიტი. ჩვენ შევხვდით ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, დავსახეთ ერთობლივად განსახორციელებელი საქმიანობები.  ჩვენი ძირითადი მიმართულებებია გენდერი, ქალთა უფლებები, ადამიანის უფლებები, ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა. ნიდერლანდების გამოცდილება კარგად არის გამოყენებული სამეგრელო-ზემო სვანეთში და ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ ფერმერებთან“

ელჩი რეგიონში მეორე დღეა იმყოფება ის გუშინ, 24 აგვისტოს ასოციაცია „მერკურის“ პროექტის „ქალთა და გოგონათა მდგომარეობის გაუმჯობესება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ გაიხსნის ცერემონიალს დაესწრო. პროექტი სწორედ ნიდერლანდების საელჩო აფინანსებს. ელჩთან შეხვედრაზე ურთიერთანამშრომლობის თემებზე ისაუბრა ზუგდიდის მერმა და ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

„დღეს მხარის გუბერნატორთან ერთად შევხვდით ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, მადლობა გადავუხადეთ მას საქართველოს მიმართ მხარდაჭერისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ, ასევე გავაცანით, როგორც რეგიონის ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტები. გამოვკვეთეთ გარკვეული სფეროები, როგორც ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებით, სადაც შეიძლება თანამშრომლობა და დავსახეთ სამომავლო გეგმები. დარწმუნებული ვართ დღევანდელი ვიზიტი და შეხვედრა იქნება ნაყოფიერი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“ – განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.

News image 1
წინა პოსტი

წალენჯიხაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება იწყება

შემდეგი პოსტი

,,თანასწორობის სკოლა“ – ახალგაზრდებისთვის „საქართველოს თანასწორობის ასოციაცია – GAFE” პროექტს იწყებს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი თურქეთიდან დაბრუნებულ მაშველებს შეხვდნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი თურქეთიდან დაბრუნებულ მაშველებს შეხვდნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგანანს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგანანს შეხვდა

გუბერნატორი და ზუგდიდის მერი ნიდერლანდების ელჩს შეხვდნენ

გუბერნატორი და ზუგდიდის მერი ნიდერლანდების ელჩს შეხვდნენ