ჩხოროწუს მერიამ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სააღდგომო ნობათი გადასცა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერის წარმომადგენლებთან, მერიის სოციალური სამსახურის უფროს კახა შელიასთან და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ჯანო პერტაიასთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს სახლში ესტუმრა, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა მათ და სააღდგომო ნობათი გადასცა.
სააღდგომო ნობათი მერიისგან მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 150-მა სოციალურად დაუცველმა, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრებმა , მრავალშვილიანმა ოჯახმა, მარტოხელა და შეზღუდული შესაძლობლებობის მქონე პირებმა მიიღეს.




